Shipping & Returns
მიწოდების პოლიტიკა
„პაპრიკა“-ს მიწოდების სერვისი მოქმედებს ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისის ტერიტორიაზე. ნებისმიერი მოცულობის შეკვეთაზე.
თბილისის მასშტაბით:
მოიცავს თბილისის ადმინისტრაციულ საზღვარს.
პირობები:
მიწოდება ხორციელდება ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე.
მიწოდების ღირებულება:
• ექსპრეს მიწოდება შეკვეთიდან 24 საათის განმავლობაში: 12 ₾;
• სტანდარტული მიწოდება შეკვეთიდან 2-დან 5 დღემდე ვადაში: 6.79 ₾;
• 100 ₾-ზე მეტი ღირებულების შეკვეთისას მიწოდება უფასოა.
პროდუქტის გამოცვლა ან თანხის დაბრუნების პოლიტიკა
დაბრუნების პირობები წარმოადგენს ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს. ვებგვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებზე დათანხმებისას თქვენ ეთანხმებით წინამდებარე დაბრუნების პირობებსაც.
“პაპრიკა”, პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკის გათვალისწინებით, გაძლევთ შესაძლებლობას უკან დააბრუნოთ შეძენილი პროდუქტი, თუ:
“პაპრიკა”-მ არ შეასრულა დანაპირები:
• პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებ-გვერდზე განთავსებულ მახასიათებლებს;
• პროდუქტი დაზიანებულია;
• დარღვეულია პროდუქტის შენახვის პირობები;
• მიწოდების შეთანხმებული დრო დაირღვა “პაპრიკა”-ს მხრიდან;
რამდენ დღეში შეგიძლიათ პროდუქტის დაბრუნება:
თანხის დაბრუნების სურვილის შესახებ საჭიროა პროდუქციის მიღებიდან 5 დღის განმავლობაში დააფიქსიროთ მოთხოვნა.
როგორ უნდა დააფიქსიროთ მოთხოვნა პროდუქტის დაბრუნება/გადაცვლაზე:
შეგიძლიათ მოგვწეროთ ჩატში ან/და დაგვიკავშირდეთ ელ.ფოსტაზე info@paprika.ge და განაცხადოთ მოთხოვნა.
რა პროცედურა უნდა დაიცვათ თანხის ანაზღაურებისთვის:
თუ მოწოდებული პროდუქტი არ შეესაბამება “პაპრიკა”-ს დანაპირებს და ამის გამო გსურთ პროდუქტის დაბრუნება, სავალდებულოა პროდუქტს ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები დოკუმენტი.(ჩეკი, პროდუქტის ყუთი და სხვა.)
რამდენ დღეში მოხდება პროდუქტის დაბრუნება:
თბილისის მასშტაბით პროდუქტის დაბრუნება მოხდება განაცხადის დაფიქსირებიდან მაქსიმუმ 48 საათში.
“პაპრიკა”ს წარმომადგენლები განაცხადის მიღებიდან მაქსიმუმ 24საათის განმავლობაში დაგიკავშირდებიან პროდუქტის დაბრუნების პროცედურასთან დაკავშირებით.
როგორ მოხდება თანხის ანაზღაურება:
“პაპრიკა” პროდუქტის უკან დაბრუნების შემდეგ 24 საათის განმავლობაში შეგატყობინებთ გადაწყვეტილებას ანაზღაურების უკან დაბრუნების სტატუსის შესახებ.
დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში თანხის ანაზღაურება მოხდება მაქსიმუმ 5 სამუშაო დღეში.
როგორ მოხდება შეძენილი დაბრუნებული პროდუქტის თანხის ანაზღაურება:
თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, მომხმარებელის იმ საბარათო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, რომლითაც განხორციელდა პროდუქტის შესყიდვა.